გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ)-ის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დუალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაცნობის მიზნით, გერმანიაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, დარგობრივი ასოციაციების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, კომპანიათაშორისი სასწავლო ცენტრების, დუალურ სწავლებში ჩართული ტურისტული, სამშენებლო და მევენახეობა-მეღვინეობის ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე პროფესიულ სტუდენტებთან.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განახლებასა და გაძლიერებაზე, რომელიც დუალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსაც ითვალისწინებს.