შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები
03.08.2017

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო აპლიკაციების მიღებას 2018-2019 წლის აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.

ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნებია: უნივერსიტეტის ხარისხი, გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი, ინგლისურის ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის საფუძვლიანი ცოდნა.

სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც აპლიკანტი აირჩევს და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე:

https://www.sbfi.admin.ch/sbfi/en/home/bildung/scholarships-and-grants/swiss-government-excellence-scholarships-for-foreign-scholars-an.html