დაიწყო სასკოლო ჩემპიონატი
19.04.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სააქტო დარბაზში მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის თბილისის სასკოლო ჩემპიონატი გახსნა.

მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი თბილისის მასშტაბით ტარდება და მასში დედაქალაქის 60 საჯარო სკოლა მონაწილეობს, ჩემპიონატი 3 ეტაპად ჩატარდება. მაისის ბოლოს მეორე ეტაპზე 20 საუკეთესო გუნდიდან  6 ფინალისტი  გამოვლინდება  და  საბოლოოდ კი ერთი სკოლა გახდება თბილისის ჩემპიონი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერია და კავშირი ”მხიარულები და საზრიანები ახალგაზრდობისათვის”.

გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი  და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.