ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კასპის რაიონის სოფელ ოკამის 600 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. სკოლა სრულადაა აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე მოეწყო ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ექიმის კაბინეტი. ამერიკის მთავრობის გრანტის ფარგლებში, წლის ბოლომდე 54 საჯარო სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, 2019 წლისთვის კი, მხოლოდ ათასწლეულის ფონდის მიერ, ჯამში 100 სკოლა იქნება სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი.