სოფელ ოკამის 600 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლა სრულადაა აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ამერიკის მთავრობის გრანტის ფარგლებში, წლის ბოლომდე 54 საჯარო სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, 2019 წლისთვის კი, მხოლოდ ათასწლეულის ფონდის მიერ, ჯამში 100 სკოლა იქნება სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი.