შეხვედრა შინაარსობრივ კრიტერიუმებთან დაკავშირებით
18.08.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწვევს სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებს დამატებით საკონსულტაციო შეხვედრაზე, დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება საგნების მიხედვით.

შეხვედრა შედგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N52).

დასწრების მსურველებს გთხოვთ, არაუგვიანეს შესაბამისი საკონსულტაციო შეხვედრის წინა დღის 17:00 საათისა, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://goo.gl/forms/IKxm8QrKtjtZkOwQ2