განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქ. თელავის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ენდოკრინოლოგიური ცენტრის -”ჯანმრთელი ცხოვრების” ხელმძღვანელმა ელენე გიორგაძემ მოსწავლეებს ფარისებრი ჯირკვლის უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარა და მოსწავლეთა მშობლებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა. პაციენტები, რომლებიც ჰორმონალურ კვლევას საჭიროებდნენ, ელენე გიორგაძემ სამკურნალოდ თბილისში მიიწვია. დიმიტრი შაშკინმა დადებითად შეაფასა ასეთი ქველმოქმედება და აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის ნებიესმიერი დახმარების აღმოჩენა მისასალმებელია, განსაკუთრებით თუ დახმარება მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უკავშირდება.
მე-9 საჯარო სკოლის პარალელურად, დღეს ელენე გიორგაძის კლინიკის ექიმ-ექოსკოპისტთა ოთხმა ჯგუფმა უფასო ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა თელავის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც ჩაუტარეს.
მოსწავლეებს, რომელთაც იოდის დეფიციტი აღენიშნათ, იოდის პრეპარატის 10 დღის მარაგი დაურიგდათ. პრეპარატის მიღებას მოსწავლეები მინიმუმ 3 თვე გააგრძელებენ.