პროფესიული განათლების მასწავლებლებმა, რომელთაც ამ მიმართულებით უნდა ასწავლონ მომავალ მეტყევეებს, გერმანიაში სასწავლო ტურში მიიღეს მონაწილეობა, სადაც საშუალება ჰქონდათ ბავარიის მეტყევეთა ფონდში შემავალი სასწავლო ცენტრები ადგილზე ენახათ, ასევე გაცნობოდნენ ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოიყენება მეტყევეთა მოსამზადებლად და დასწრებოდნენ პრაქტიკულ გაკვეთილს ტყეში. ფონდთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ, დაიგეგმა პროფესიული მასწავლებლებისა და კომპანიის ტრენერების ერთობლივი ტრენინგები გერმანიაში, რომელსაც მთლიანად გერმანიის მხარე დააფინანსებს.
ამ ეტაპზე მეტყევის პროფესია ორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინერგება: ახალციხისა და კაჭრეთის კოლეჯებში.