90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა, სრულად რეაბილიტირდა
02.09.2017

სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე ქარელის რაიონის სოფელ ატოცის საჯარო სკოლა, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი.

დროებით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჯარო სკოლები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. არაერთი პროექტი, მათ შორის სოციალური პროგრამები, ხორციელდება ამ სოფლების მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.