ახალი სასწავლო წლისთვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული მორიგი სკოლა გაიხსნება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენშიც. სრულ რეაბილიტაციამდე სკოლას მრავალი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ დღეს, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე სკოლაა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლემ ხარისხიანი ცოდნა იდეალურ გარემოში მიიღოს.
სკოლა ემსახურება ოთხ სოფელს. რეაბილიტაციის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში.