ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის პირველი საჯარო სკოლა, რომელიც 1953 წლიდან ფუნქციონირებს, წელს სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი დახვდება მოსწავლეებს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სკოლა სრულად რეაბილიტირდა, შეიცვალა სახურავი, შიდა გაყვანილობა, კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აშენდა ახალი საქვაბე, შეიცვალა ელექროგაყვანილობა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გარემონტდა საკლასო ოთახები, მოეწყო და აღიჭურვა რესურს-ოთახი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, მანდატურის ოთახი, ბუფეტი, სპორტული დარბაზი, საინფორმაციო-ტექნოლოგიების კაბინეტი და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. სკოლა ადაპტირდა სსსმ მოსწავლეებისთვის.