ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სკოლაში ფრანგული ენის სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება. სწავლება წარიმართება სამინისტროს მიერ დამტკიცებული განსხვავებული სასწავლო პროგრამით.
სკოლა ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ენის ინსტიტუტის ჩართულობით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს: ფრანკოფონიის ფარგლებში, ფრანგული ენის მასწავლებლებისთვის, ქვეყნის მასშტაბით კონფერენცია ჩატარდება, სკოლა საშუალებას მისცემს ფრანგული ენის პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, დამატებითი აქტივობები განახორციელონ.
აღნიშნული სტატუსის მინიჭებით ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლას ასევე მიეცემა საშუალება გააღრმავოს ურთიერთობები საფრანგეთის რესპუბლიკის სკოლებთან. აქტიურად ჩაერთოს ქართველ ემიგრანტთა დაახლოებისა და საგანმანათლებლო დახმარების პროცესში.