ტრენინგი გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით
26.09.2017

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გრიფირებაში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისთვის ატარებს ტრენინგს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენების საკითხებზე.

შეხვედრა შედგება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) N1ა, I სართული (შესასვლელი პეკინის გამზირიდან, პოლიციის შენობის გვერდით https://emis.ge/contact/).

გრიფირებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ტრენინგზე დასწრება არსებითად მნიშვნელოვანია.

დასწრების მსურველ პირებს (მათ, ვინც გეგმავს განაცხადის გრიფირებაზე წარდგენას) გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს ტრენინგის დაწყებამდე 1 საათით ადრე, შესაბამის ბმულზე:  https://goo.gl/forms/fxYZPZ9EADiIU4Zm2