თბილისის 32-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
27.09.2017

ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს თბილისის 32-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში:
  • სრულად გარემონტდა დერეფნები და საკლასო ოთახები, სკოლის ეზოს ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი.
  • გარემონტდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ექიმის კაბინეტი. 
  • შეიცვალა გათბობის ქვაბები და ნაწილობრივ რეაბილიტირდა გათბობის სისტემა.
  • შეიცვალა საკანალიზაციო ქსელი და გარემონტდა სველი წერტილები. სველი წერტილები სრულად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის.
  • გაკეთდა პანდუსი.