ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.
ჯამში რეაბილიტირდა 70 ათასი კვადრატული მეტრი ფართი და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10,000ზე მეტი მოსწავლისთვის.