2015 წელს სკოლაში დაიწყო სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, გარემონტდა სველი წერტილები, დერეფნები, დირექციის კაბინეტები და სკოლის გარე ფასადი. მოასფალტდა სკოლის ეზოს ნაწილი.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის მოეწყო ადაპტირებული საპირფარეშო.
2016 წელს ჩატარდა საკლასო ოთახების და სააქტო დარბაზის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2017 წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გათბობის სიტემებს და სკოლის სახურავს. გარდა ამისა, გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა ექიმის კაბინეტი.