გლდანის პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულმა, ქეთევან ზუბაშვილმა წარმატებით გაიარა კომპანია „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიები ციკლონი“-ის (JSC "Aerostructures Technologies Cyclone") მიერ გამოცხადებული რამდენიმეტაპიანი კონკურსი, clean room- ის ოპერატორის პოზიციაზე და ამჟამად, ისრაელში ტრენინგ-კურსებს გადის. ქეთი ზუბაშვილის მიერ დაკავებული პოზიცია, სპეციალურ საჭრელ დანადგართან და საჭრელ ხელსაწყოებთან მუშაობას გულისხმობს, რაშიც ძალიან ეხმარება სამკერვალო მიმართულებით კოლეჯში მიღებული პროფესიული განათლება.
კომპანია „აეროსტრუქტურები ტექნოლოგიები ციკლონი“, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს გლდანის პროფესიულ კოლეჯთან, თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის გახსნას გეგმავს, სადაც მსოფლიოში წამყვანი საავიაციო კომპანიებისათვის სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები დამზადდება. ეს უპრეცედენტო პროექტი, ხელს შეუწყობს საინჟინრო სფეროს განვითარებას საქართველოში და დაასაქმებს 300 ადგილობრივს.