გრიფირების განაცხადების რეგისტრაცია
02.10.2017

მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყო დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადების რეგისტრაცია.

პრაქტიკაში პირველად, განაცხადების რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით: www.grifireba.emis.ge. აღნიშნულის მიზანია სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

განაცხადები რეგისტრირდება ორ ეტაპად:

I ეტაპი - საბუთების წარდგენა:

  • 2-დან 15 ოქტომბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნების სახელმძღვანელოებზე/სერიებზე:

1. ქართული ენა და ლიტერატურა - I კლ, II-IV და V-VI კლ;

2. აფხაზური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;

3. მე და საზოგადოება - III-IV კლ;

4. მათემატიკა  - I-IV კლ, V-VI კლ;

5. ჩვენი საქართველო - V-VI კლ;

6. ფიზიკური აღზრდა - I-IV და V-VI კლ;

7. ბუნებისმეტყველება - I-IV და V-VI კლ;

8. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - V-VI კლ;

9. სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;

10. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) - I-IV და V-VI კლ;

11. მეორე უცხოური ენა (რუსული, გერმანული, ფრანგული ან სხვა) - V-VI კლ;

12. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - I-IV დაV-VI კლ;

13. მუსიკა - I-IV კლ;

14. ქართული, როგორც მეორე ენა - I-IV და V-VI კლ.

 

  • 1-დან 7 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნის სახელმძღვანელოებზე/სერიაზე:
  1. მუსიკა - V-VI კლ.

 

II ეტაპი - სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების წარდგენა:

  • 23-დან 31 ოქტომბრის (2017 წელი) ჩათვლით - ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა 2-15 ოქტომბერს;
  • 16-დან 20 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით  - V-VI კლ.  მუსიკის საგნის ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა 1-7 დეკემბერს.

 

რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ: 2 200 220 (შიდა 1481 ან 1483)

 

გისურვებთ წარმატებებს!!!