ვადები
  • გრიფირების განაცხადების რეგისტრაცია

დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადები რეგისტრირდება ( www.grifireba.emis.ge) ორ ეტაპად: 

 

I ეტაპი - საბუთების წარდგენა:

•      2-დან 15 ოქტომბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნების სახელმძღვანელოებზე/სერიებზე:

1. ქართული ენა და ლიტერატურა - I კლ, II-IV და V-VI კლ;

2. აფხაზური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;

3. მე და საზოგადოება - III-IV კლ;

4. მათემატიკა  - I-IV კლ, V-VI კლ;

5. ჩვენი საქართველო - V-VI კლ;

6. ფიზიკური აღზრდა - I-IV და V-VI კლ;

7. ბუნებისმეტყველება - I-IV და V-VI კლ;

8. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - V-VI კლ;

9. სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;

10. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) - I-IV და V-VI კლ;

11. მეორე უცხოური ენა (რუსული, გერმანული, ფრანგული ან სხვა) - V-VI კლ;

12. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - I-IV დაV-VI კლ;

13. მუსიკა - I-IV კლ;

14. ქართული, როგორც მეორე ენა - I-IV და V-VI კლ. 

 

•         1-დან 7 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნის სახელმძღვანელოებზე/სერიაზე:

1.         მუსიკა - V-VI კლ.  

 

II ეტაპი - სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების წარდგენა:  

•         23 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის (2017 წელი) ჩათვლით - ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა I ეტაპზე;

•         16-დან 20 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით  - V-VI კლ.  მუსიკის საგნის ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა I ეტაპზე.

 

რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ: 2 200 220 

გისურვებთ წარმატებებს!!!

 

  • განაცხადების შემოწმება
  1. გრიფირების  განაცხადის შემოწმება - არაუგვიანეს 7 სამუშაო დღე;
  2. ხარვეზის აღმოფხვრა - თითოეულ განაცხადზე განსაზღვრავს სამინისტრო (არაუმეტეს 5 სამუშაო დღე).

 

  • რეცენზირება

 

  1. შინაარსობრივი/ტექნიკური რეცენზირება/საჯარო განხილვა (მათ შორის რეცენზიების გაცნობა/მითითება-რეკომენდაციების ასახვა/კორექტურა/ავთენტურობის შემოწმება- არაუგვიანეს 2018 წლის 1 აპრილისა.

 

  • აპელაცია

 

  1. წარდგენა - რეცენზირების შედეგების გაცნობიდან არაუგვიანეს 4 კალენდარული დღე;
  2. გადაწყვეტილება - მოსაზრებების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღე.

 

  • გრიფის მინიჭება

 

მინისტრის მიერ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება  - არაუგვიანეს 2018 წლის 16 აპრილი.

 

სხვა საყურადღებო ვადები!

 

  • განმცხადებელმა მატერიალური ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სამინისტროს უნდა გადასცეს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტურობის დაცვით, განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. ამ დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადის რეგისტრაცია ავტომატურად ბათილია;
  • განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში (რაც გამოჩნდება გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში), განმცხადებელს განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია  აღმოფხვრას ეს ხარვეზი.