ხშირად დასმული კითხვები

კითხვა: 

როდის დაიწყება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა?

პასუხი: 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, თავდაპირველად ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე 2018-2019 სასწავლო წლიდან. 

კითხვა: 
 

შესაძლებელია თუ არა ავტორმა, გამომცემლისაგან დამოუკიდებლად, წარმოადგინოს მის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის  მაკეტი გრიფის მისანიჭებლად?

პასუხი:  

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N28/ნ, 16.02.2017წ.) თანახმად, განმცხადებელი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს გრიფირების განაცხადს კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით (მ. 2, პ. „ჟ“). რამდენადაც რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს, ავტორი უფლებამოსილია გამომცემლისაგან დამოუკიდებლად წარმოადგინოს მის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი გრიფის მინიჭების თხოვნით.