ქუთაისის №17
საჯარო სკოლაში 2010 წლის 19 აპრილს ჩატარდა
კონკურსის "The Best Linguist” მესამე დასკვნითი ტური, რომელშიც მონაწილეობა 56-მა კონკურსანტმა
მიიღო. კონკურსის მიმდინარეობასა და მსვლელობას აკვირდებოდა და დაჯილდოების
ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების
საელჩოს კულტურის ატაშემ ბატონმა საულ ჰერნანდესმა, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა
ბატონმა ვლადიმერ პატარიძემ,
ქუთაისის ვიცე-მერმა ბატონმა დავით
გორდელაძემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ინგლისური ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა
ქალბატონმა ეკა თოფურიამ,
პროფესორ-მასწავლებლებმა, პედაგოგიურმა
საზოგადოებამ. გამოვლინდა
სამი საუკეთესო ,,ლინგვისტი”:
- ქუთაისის № 3
საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე გურამ ჭელიძე;
- ქობულეთის № 2
საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ჯიმშერ გოგიტიძე;
- ბათუმის სკოლა-ლიცეუმ
"მასტერ-კლასი”-ს VIII კლასის მოსწავლე მარიტა დოლიძე.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამარჯვებულებს ,,ASUS” პორტატული
კომპიუტერი გადაეცათ. საუკეთესო ათეულს
კი ამერიკული ლიტერატურა გადასცა საქართველოში ამერიკის
შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშემ ბატონმა საულ ჰერნანდესმა. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები პროკრედიტ ბანკისაგან.
დაჯილდოების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა სკოლის განახლებულ სააქტო დარბაზში.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შესრულდა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნი, ტრადიციული
ბლუზი მე-12 კლასის მოსწავლის ლაშა
საყვარელიძის მიერ, ჯაზ ბენდის თანხლებით
(ხელმძღვანელი დევის ახვლედიანი).