სახელმწიფო ენის სწავლების არეალს კიდევ 7 ახალი სოფელი შეემატა
30.10.2017

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით კიდევ 7 ახალ სოფელში შედის.

აღნიშნულ სოფლებში სულ 10 სასწავლო ჯგუფი დაკომპლექტდა, სადაც მსმენელები სასწავლო პროცესში A1–A2-B1 დონის ფარგლებში ჩაერთვებიან.

2017 წლის მონაცემებით სახელმწიფო ენის სწავლების არეალი მოიცავს 65 სოფელსა და 152 მობილურ ჯგუფს.

2014 წლიდან დღემდე სულ 8,356 ბენეფიციარმა ისარგებლა. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.