მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთათვის აცხადებს შემდეგ კონკურსებს:
1. ფოტო კონკურსი სახელწოდებით „ჩემი სკოლის ბუფეტი“
მოსწავლეები გადაიღებენ ფოტოებს, რომლებიც ასახავენ მოსწავლეთა წარმოდგენას, დამოკიდებულებას, თუ როგორ გარემოსა და პროდუქტს ისურვებდნენ სკოლის ბუფეტში; აღნიშნული კონკურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი - საბაზო - საშუალო საფეხურის მოსწავლეებს;
ლოჯისტიკა
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე სკოლა გამოავლენს ერთ საუკეთესო ფოტოს. საკონკურსო ნაშრომი (ფოტო) სკოლის ადმინისტრაციის მიერ არაუგვიანეს 2017 წლის 15 ნოემბრამდე უნდა აიტვირთოს შესაბამის ინტერნეტ ბმულზე: http://mes.gov.ge/s/wRFHb. (Facebook-ის გვერდი „შეცვალე - ცხოვრების ჯანსაღი წესის კამპანია“); მეორე ეტაპზე: საკონკურსო ნაშრომებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ შექმნილი კომისია. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოვლინდება მეორე და მესამე ადგილზე გასული საკონკურსო ნამუშევრები, ხოლო პირველ ადგილს დაიკავებს საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლის მიერ ყველაზე მეტ ე.წ. „მოწონებას“ დაიმსახურებს.
დაჯილდოება
I, II, III ადგილებზე გასული ფოტოების ავტორი/ავტორთა ჯგუფი მიიღებენ დიპლომს და შესაბამისად 800, 700, 600 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებს.
მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე შექმნიან ვიდეო რგოლებსა და სლოგანებს. აღნიშნული კონკურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე მავნე ჩვევების (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები და ა.შ.) დაგმობას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო - საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით;
ლოჯისტიკა
კონკურსები ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.
ვიდეო რგოლების კონკურსი: სკოლა გამოავლენს არა უმეტეს ერთ გამარჯვებულ ვიდეო რგოლს, რომელიც სკოლის ადმინისტრაციის მიერ განთავსდება (აიტვირთება) ვებგვერდზე www.youtube.com. აღნიშნულ ინტერნეტ ბმულს არაუგვიანეს 2017 წლის 15 ნოემბრისა წარადგენს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. საკონკურსო ნაშრომებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ შექმნილი კომისია. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული საკონკურსო ნამუშევრები.
სლოგანების კონკურსი: სკოლა გამოავლენს არა უმეტეს ორ გამარჯვებულ სლოგანს, რომელიც არაუგვიანეს 2017 წლის 15 ნოემბრისა წარდგენილ იქნება შესაბამის რესურსცენტრში. საკონკურსო ნაშრომებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ შექმნილი კომისია. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული საკონკურსო ნამუშევრები.
დაჯილდოება
ვიდეო რგოლების კონკურსში გამოვლენილი I, II, III ადგილებზე გასული ნამუშევრის ავტორი/ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და შესაბამისად 800, 700, 600 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით;
სლოგანების კონკურსში გამოვლენილი I, II, III ადგილებზე გასული ნამუშევრის ავტორი/ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომითა და შესაბამისად 500, 400, 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით.