საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. მხარეებმა განათლების სისტემაში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.