მინისტრი

Givi Mikanadze გივი მიქანაძე განათლების მინისტრი ganatlebis ministri


გივი მიქანაძე

დაიბადა 1977 წლის 20 მაისს

 

განათლება 

01.09.1994 - 25.05.1999 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;

01.10.2008 - 20.12.2009 - ესექსის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ევროკავშირის სამართალი.

 

სხვა საგანმანათლებლო აქტივობები 

2025 - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი;

2013 - ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის (ნიდერლანდები) მკვლევარი;

2004 - სტაჟირება გაეროს ჟენევის ოფისში (2 თვე);

2002 - 2003 - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კურსი (ვარშავა, პოლონეთი), ადამიანის უფლებათა ექსპერტი;

2001 - 2004 - სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, მაძიებელი, კვლევითი თემა "ომბუდსმენის ინსტიტუტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში". 

 

პროფესიული გამოცდილება 

30.06. 2025 - დღემდე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;

25.11.2024 – 29.06. 2025 - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 

11.12.2020 - 24.11.2024  - საქართველოს X მოწვევის პარლამენტი:
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (04.04.2023 – 24.11.2024)
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე (11.12.2020 – 03.04.2023) 

01.03.2018 - 10.12.2020 - საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის აპარატის უფროსი;

07.09.2016 - 28.02.2018 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორი;

01.06.2015 - 31.08.2016 - ევროპის საბჭოს სათავო ოფისი (სტრასბურგი), პოლიციისა და ციხის პროექტების რეგიონული მენეჯერი;

01.11.2010 - 31.03.2015 - ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პენიტენციური პროექტების მენეჯერი;

01.10.2009 - 31.10.2010 - გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი, ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის ოფიცერი;

01.06.2009 - 30.09.2009 - ააიპ თბილისის აგლომერაციის სააგენტო, დირექტორის მოადგილე;

25.10.2005 - 20.01.2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;

01.08.2005 - 30.09.2005 - ეუთოს წარმომადგენლობა საქართველოში, ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების პერსონალის გადამზადების პროექტის მენეჯერი;

01.06.2004 - 31.07.2005 - ევროკავშირის პროექტი, ადგილობრივი ექსპერტი ტრენინგების ხაზით;

01.12.2003 - 31.05.2004 - ააიპ ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი, გამგეობის თავმჯდომარე; 

01.07.2001 - 30.11.2003 - ააიპ კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი გამგეობის თავმჯდომარე; 

01.12.2000 - 30.06.2001 - გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი, იურისტი და ფინანსური მენეჯერი;

01.05.1999 - 30.11.2000 - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რეფერენტ-იურისკონსულტი;

  

გივი მიქანაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი