კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
25.12.2017

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და სკოლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის მიზანია სკოლებსა და ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებს შორის (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) მჭიდრო და გძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.

ასოციაცია ორმოც სკოლასთან თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და წყალტუბოდან მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებს საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობისთვის, რაც გულისხმობს:

  • ახლებურად გააზრებული სასწავლო- შემოქმედებითი გარემოს ფორმირების ხელშეწყობას;
  • საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციის ორმხრივად ურთიერთგაცვლას; მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისათვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის  მიწოდებას;
  • ერთობლივი  სასწავლო  და  საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; მეცნიერული კვლევებისადმი მოსწავლეთა  ინტერესის  გაღვივებას;  
  • მოსწავლეთათვის  სტუდენტებთან კოოპერაციის ფორმატში კონკურსების, ოლიმპიადების, გამოფენების, ინტელექტუალური  თამაშების,  პრეზენტაციების,  მრგვალი  მაგიდისა  და სემინარების  გამართვას;   
  • სკოლის  მოსწავლეებისათვის  „ნორჩ  პროგრამისტთა“, „მომავალ დიპლომატთა“, „დებატების“ კლუბების, „საყმაწვილო ტელევიზიისა“ და „ლიდერთა    სკოლის“    ჩამოყალიბებას,    მათი    საქმიანობის    კოორდინირებას;
  • „საზაფხულო სკოლების“  მუშაობაში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფას;
  • სტუდენტთა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობას.