ინკლუზიური განათლების განვითარების ახალი გეგმა შემუშავდება
26.12.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2017 წელს ზოგადი განათლების საფეხურზე  ინკლუზიური განათლების მონიტორინგი განხორციელდა, რომლის მიზანიც იყო  სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. სწორედ გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების სამომავლო  დაგეგმვა.

მონიტორინგმა გამოავლინა:

  • სისტემაში ინკლუზიური განათლების არსებობის მნიშვნელობა;
  • საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება;
  • განხორციელებული ღონისძიებების, პროექტების, მხარდამჭერი სერვისების მნიშვნელობა

თუმცა, ასევე გამოვლინდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების აუცილებლობა; ჯერ კიდევ  დაბალია საგნის მასწავლებლების კვალიფიკაცია, მოტივაცია და ჩართულობა; საჭიროა დაფინანსების გამართული მოდელის შემუშავება; საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს გამართა და მეტი საგანმანათლებლო რესურსი.