2010 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის მზადება დაიწყო
01.05.2010
საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის პირველი შესარჩევი ტურები მათემატიკასა და ფიზიკაში თბილისის №98 საჯარო სკოლაში  შემდეგი განრიგით გაიმართება: მათემატიკასა და ფიზიკაში I და II ტურები: 1 და 2 მაისი. III და IV ტურები  -  12 და 13 მაისი;

2010 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველო დელეგაციებს შემდეგ სამ დისციპლინაში  წარადგენს:


  • ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზეზე, IPHO 2010 (ხორვატია, ქ. ზაგრები, 17–25 ივლისი) გუნდის წევრთა რაოდენობაა - 5 მოსწავლე;
  • მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010 (ყაზახეთი, ქ. ასტანა, 2–14 ივლისი) გუნდის წევრთა რაოდენობაა - 6 მოსწავლე; 
  • ინფორმატიკის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2010 (კანადა, ქ. ვატერლოო, 14–21 აგვისტო) გუნდის წევრთა რაოდენობაა - 4 მოსწავლე.

საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს  ნაკრების წევრების შერჩევასა და მომზადებას საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი განახორციელებს

ყველა საგანში, შესარჩევ ტურებზე, მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 9:00 საათზე ტურების ჩატარების ადგილას. რეგისტრაციის დღეს თითოეულმა მონაწილემ თან უნდა იქონიოს დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

წელს, პირველად, ქართველი დამკვირვებელი  ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, კორეის ქალაქ ჩანგვონში გაემგზავრება. ეს შესაძლებლობას მისცემს ქართველ მოსწავლეებს მომავალში მონაწილეობა მიიღონ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებზეც.

2009 წელს ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს:

  • სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი  მათემატიკის 50-ე  საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
  • ერთი  ბრინჯაოს მედალი  ფიზიკის მე-40 საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
  • ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო  ოლიმპიადაზე.

სასწავლო ოლიმპიადების ჩატარებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ოლიმპიადები რეალურად ხელს უწყობს ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების გამოვლენას, რის შემდეგაც ხდება გამარჯვებული ოლიმპიელების წახალისება.  რაც თავისთავად, მოსწავლეებში  ზრდის მოტივაციასა და უვითარებს მათ შესაბამის უნარ-ჩვევებს.