თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კაბინეტი გაიხსნა
15.02.2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კაბინეტი გახსნეს.

ღონისძიებაზე სკოლის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და დირექციამ ასევე, ფრანგული ენის სწავლების მიმართულებით სკოლაში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია წარმოადგინეს და მოწვეული სტუმრებისთვის ფრანგულ ენაზე სპექტაკლი დადგეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი, საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის კონსულტანტი მაკა ნადარეიშვილი და აკადემიურის სფეროს წარმომადგენლები.