სლოვაკეთის სტიპენდიები
22.02.2018

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცხადა მიღება ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამებზე, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტუდენტების, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და ხელოვანების მობილობას სლოვაკეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ცენტრებში 2018/2019 აკადემიური წლისათვის.

2018/2019 აკადემიური წლისათვის პროგრამაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.scholarships.sk/en/