საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასი“ ბენეფიციარებს დაეხმარა
26.02.2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები საქველმოქმედო ფონდს „საქართველოს კარიტასი“ ესტუმრნენ და მის ბენეფიციარ ბავშვებს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ შეგროვებული სხვადასხვა საჭირო ნივთი და ტკბილეული გადასცეს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა, საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი პროექტის - „ბავშვთა დღის ცენტრი“ ბენეფიციარებთან ერთად, ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერეს, ისაუბრეს მათ ინტერესებზე, ასევე დაესწრნენ ფონდთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის რეპეტიციას.

შეხვედრის ბოლოს, სამინისტროს წარმომადგენლებმა, კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ფონდთან მომავალი თანამშრომლობისათვის მზაობა დაადასტურეს.