ევროკავშირის ოთხი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება
15.03.2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ევროკავშირის ელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული საგრანტო პროექტების შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გახსნეს.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა მათ მიერ დაფინანსებული ოთხი პროექტის შედეგებზე და მიღწევებზე ისაუბრეს, რომელთა ფარგლებშიც პილოტირებული იქნა ინოვაციური მიგნებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრები ადამიანების დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად, ასევე აგრო და მცირე ბიზნესის განსავითარებლად.

ოთხივე პროექტის ფარგლებში, გარდა იმისა რომ შემუშავდა ახალი მოდელები დასაქმების მხარდასაჭერად, ასი ადამიანი დასაქმდა, წამოწყებული იქნა 240 მცირე ბიზნესი და ტრენინგი გაიარა 3000 ადამიანმა.