ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი ამოქმედდა
26.03.2018

ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი ამოქმედდა.

ბანაკი მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში და მისი ბენეფიციარები არიან საქართველოს სკოლების 11-14 წლის მოსწავლეები. ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს.

ერთ ნაკადში 400 მოსწავლე მონაწილეობს. ბაკურიანში სეზონის დასრულებამდე სულ 1200-მდე მოსწავლე დაისვენებს. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.