აზერბაიჯანის სამაგისტრო პროგრამები სპორტის მიმართულებით
29.03.2018
აზერბაიჯანის ფიზიკური განათლებისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიამ, 2018-2019 სასწავლო წლისათვის, გამოაცხადა მიღება სამაგისტრო პროგრამებზე სამი ახალი მიმართულებით:

  1. სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია;
  2. სპორტული ჟურნალისტიკა;
  3. სპორტის მენეჯმენტი.

სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2018 წლის 01 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.sport.edu.az/en/