მინისტრი და მისი მოადგილეები თსუ-ს სტუდენტებს შეხვდნენ
05.04.2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილეები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს. საუბარი შეეხო, როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.