დიმიტრი შაშკინი მეცნიერებს შეხვდა
04.05.2010

სამეცნიერო სფეროში მიმდინარე პრიორიტეტებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინიტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. სამეცნიერო სფეროში არსებულ ვითარებასთან ერთად, შეხვედრაზე სამეცნიერო პროექტების დაფინანსებასა და იმ მნიშვნილოვან საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და მეცნიერებათა აკადემიის წინაშე დგას.

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან მიმართებაში მინისტრმა ყურადღება  გაამახვილა მეცნიერებათა აკადემიის  როლზე. დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა  სამეცნიერო ფონდების პრიორიტეტებზე, რომელთა გათვალისწინებითაც  მეცნიერებათა განვითარებას სახელმწიფო აფინანსებს. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაახლოებით 60 მლნ. ლარი დაიხარჯა. მეცნიერებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ ტექნოპარკის დანერგვას, რომელიც საქართველოში 2010 წლის აგვისტოში შეიქმნება.