ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობის „არა ბარბარიზმებს" ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებული კონკურსანტების და ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობდა 40 სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით. სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“, სკოლებმა კი ჩაატარეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. საკონკურსო ჟიურის სკოლებმა განსახილველად გადასცეს მათ მიერ შერჩეული 125 ესე, რომელთაგანაც ჟიურიმ გამოავლინა 20 გამარჯვებული მოსწავლე.
გამარჯვებული მოსწავლეებს და მონაწილეებს გადაეცათ ჯილდოები და სიგელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და თიბისი ბანკისგან.
კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით გამარჯვებული ესეები დაიბეჭდება კონკურსის კრებულში, რომელიც გამოიცემა 2018 წლის სექტემბერში ენების ევროპული დღის აღსანიშნავად.
კონკურსი მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს.
სიგელებით დაჯილდოვდნენ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის