მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ეწვია
22.04.2018

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც რექტორს, მუსტაფა ბაბანლის, და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

მინისტრმა მასპინძლებს საქართველოს უმაღლეს განათლებაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეები გააცნო. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.