საკონსულტაციო შეხვედრები VII-IX კლასების სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირებასთან დაკავშირებით
24.05.2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს საკონსულტაციო შეხვედრებს საბაზო საფეხურის (VII-IX კლ.) სხვადასხვა საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები სპეციალისტებისაგან.

შეხვედრების მასპინძელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი.

შეხვედრების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mes.gov.ge/s/07B53

დაინტერესებულმა პირებმა - სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურმა ავტორებმა/გამომცემლებმა, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია, თქვენთვის სასურველი საკონსულტაციო დღეების შესაბამისად.