შეხვედრა CERN-ის ექსპერიმენტებში მონაწილე ქართველ მეცნიერებთან
26.06.2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში CERN-ის ექსპერიმენტებში მონაწილე ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა CERN-ში მოღვაწე ქართველებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით დიდი მადლობა გადაუხადა და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.