პროფესიული განათლება და ინოვაცია
03.07.2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, „პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ, „SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და სააგენტოში არსებული ინოვაციური ლაბორატორიების გამოყენებით, საკუთარი უნარები რობოტიკისა და ელექტრონიკის მიმართულებით მოესინჯათ.