ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის
10.07.2018

ეგვიპტის უმაღლესი განათლების სამინისტრო სთავაზობს არაბული ენის შესწავლის მსურველ ქართველ სტუდენტებს 7 სტიპენდიას 2018-2019 სასწავლო წლისთვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აგვისტო.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ:

  • რეკომენდაცია
  • ცნობა სასწავლებლიდან, ნიშნების ფურცელი - ( GPA -ინდექსი)
  • CV
  • პასპორტის ასლი
  • ჯანმრთელობის ცნობა