კონკურსი „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“
17.07.2018

კონკურსში - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ მეორე და მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატების სია:

კაპანაძე კოკა

მელაშვილი გიორგი

საყვარელიძე ნინო

ტორიკაშვილი ლიკა

ფარადაშვილი თათია

კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრება გაიმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში 20 ივლისს 10:30 საათზე.

კონკურსის მესამე ეტაპი საჯარო გამოსვლა გაიმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში 20 ივლისს 12:00 საათზე.

კანდიდატებს ევალებათ მოამზადონ 5 წუთიანი სიტყვა (ინგლისურად) თემაზე: SDG’s, Youth and Georgian Reality.

საჯარო გამოსვლაზე მსმენელთა დასწრება თავისუფალია!