ქართველი მოსწავლეების წარმატება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
30.07.2018

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო დიპლომი მოიპოვა ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-2018), რომელიც წელს ბრატისლავასა(სლოვაკეთი) და პრაღაში (ჩეხეთი) ჩატარდა. ოლიმპიადაში 82 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი პეტრიაშვილი (კომაროვის სკოლა), დავით რიჟინაშვილი (ვეკუას სკოლა) და საბა გოგიჩაიშვილი (კომაროვის სკოლა). საპატიო დიპლომი გადაეცა ლევან გოჯიაშვილს (სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი).

სამინისტროს სახელით ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ნაკრების მენტორთა ჯგუფს: ელიზბარ ელიზბარაშვილს, ვახტანგ კურცხალიას და თინათინ ბუთხუზს.