სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები
10.08.2018

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის დაფინანსებას მხარდაჭერას აგრძელებს.

2018-2019 სასწავლო წელს, სახელმწიფო დააფინანსებს შემდეგ მიმართულებებს: აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები;

2018-2019 სასწავლო წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო 300 კრედიტიანი პროგრამები აირჩიონ, რომელიც პრიროტეტულ ჩამონათვალს დაემატა:

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - დაფინანსებული 30 ადგილი

სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - დაფინანსებული 35 ადგილი

სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - დაფინანსებული 50 ადგილი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 25 დაფინანსებული ადგილი

სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - „დაწყებითი განათლება“ – დაფინანსებული 180 ადგილი