კონკურსში „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ გამარჯვებული ლიკა ტორიკაშვილი გახდა
29.08.2018

ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე. ასევე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.

პროგრამა „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.