კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსები 2019 წლისათვის
04.09.2018

კემბრიჯის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2019 წლის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო საზაფხულო პროგრამებზე (07 ივლისი-17 აგვისტო). 2019 წლიდან, უნივერსიტეტი ასევე განახორციელებს წინა საუნივერსიტეტო პროგრამას 16-18 წლის ახალგაზრდებისათვის.

აპლიკაციების მიღება საზაფხულო კურსებზე დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბრიდან, ხოლო წინა საუნივერსიტეტო პროგრამაზე 2019 წლის იანვრიდან.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამების, თარიღების, განთავსების, საფასურისა და აპლიკაციების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.ice.cam.ac.uk/courses/international-summer-programmes