დიმიტრი შაშკინი გურიის რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდა
18.05.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოზურგეთის  №2 საჯარო სკოლაში  რეგიონის პედაგოგებს შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრმა პედაგოგთა  შეკითხვებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო, სკოლის გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე,  სასწავლო გეგმებზე, სკოლების რეაბილიტაციასა და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე  ამომწურავი პასუხები გასცა.

გურიის რეგიონში:

  • 95 საჯარო და 4 კერძო სკოლაა;
  • 2 750 მასწავლებელი და 22596 მოსწავლეა;
  • 2006-2009 წლებში მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილის”  ფარგლებში სამინისტროს მიერ აშენდა 2 საჯარო სკოლის შენობა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა - 3 საჯარო სკოლას, ასევე ნაწილობრივი - 3 საჯარო სკოლას, შესყიდულია 1 საჯარო სკოლის შენობის პროექტი;
  • 2008 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ,,იაკობ გოგებაშვილის”  ფარგლებში  ჩატარდა 10 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია –       1 250 000 ლარით.
  • 2009 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ,,იაკობ გოგებაშვილის”  ფარგლებში ჩატარდა 40 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია –    1 400 000 ლარით.
  • 2006-2010 წლებში:  რეგიონის საჯარო სკოლებში ფონდ ”ირმის ნახტომის”  მიერ    948  კომპიუტერი (19/1), 8 ნოუთბუქი და 12 პროექტორია შეტანილი შეტანილი.

რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს მინისტრი რეგულარულად მართავს, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რომელზედაც მინისტრი პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს კვლავაც  პირადად გააცნობს.