ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო, საზეიმოდ დაიხურა
14.10.2018

საქართველომ 2019 წლის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადაულოცა. ტრადიციისამებრ, სპეციალური გრაგნილი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა ნორვეგიელ კოლეგას გადასცა. ღონისძიებაზე ასევე შედგა ნორვეგიის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.