გრაკლიანის გორაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნით დათარირებული წარწერა აღმოაჩინეს
24.10.2018

2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილ იქნა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნით დათარირებული სავარაუდო წარწერა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე აშენდა არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.

ამჟამად მიმდინარეობს გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალის საგამოფენო კონცეფციის დამუშავება და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა